• ფრანგული
  • ინგლისური
  • ქართული

სიახლეები

განათავსეთ თქვენი განცხადება უფასოდ რამდენიმე დაწკაპუნებაში განცხადებები.გე-ზე! გსურთ იყიდოთ, გაყიდოთ ან გააქირაოთ: http://www.gancxadebebi.ge

საფრანგეთი : (+33) 6 95 93 15 45

საქართველო : (+995) 557 28 48 27

  • პრეს-რელიზი
    #DigitalFuture #Cryptocurrency

     

    უდიდესი ონლაინ განცხადებების პლატფორმა საქართველოში - gancxadebebi.ge - კრიპტოვალუტების გამოყენებით გადახდის ახალ მეთოდს ნერგავს.

     

    ამიერიდან, gancxadebebi.ge- მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაააქტიურონ VIP კატეგორიები კრიპტოვალუტების გამოყენებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან. ამ დროისათვის, ვებ-გვერდის ბალანსის შევსება ისეთი მაღალრეიტინგული კრიპტოვალუტებითაა შესაძლებელი, როგორებიცაა Bitcoin, Bitcoin Cash და Ethereum. აღნიშნული კტიპტოვალუტების გამოყენებისას, ,,ნეტიკო’’ უზუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას, რამდენაც ვებ-გვერდის მართვის სისტემა პერმანენტული მონიტორინგის ქვეშაა და დაცულია ნებისმიერი სახის დარღვევისაგან.

    გადახდის აღნიშნული მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს მის სტაბილურობასა და ოპერაციათა მენეჯმენტის სისწრაფეში. ვებ-გვერდის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი VIP კატეგორია (VIP, VIP+, SUPER VIP), მომხმარებლის მიერ საკუთარი ბალანსის შევსების მომენტიდან 10 წუთის განმავლობაში ავტომატურად გააქტიურდება.

    მომსახურებათა ღირებულების კრიპტოვალუტით დასაფარად საჭიროა რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლა, რაც 1 წუთზე ნაკლებ დროს მოითხოვს. დარიცხული თანხები ყოველგვარი გადასახადისა და საკომისიოების გარეშე კონვერტირდება სპეციალურ ერთეულებად - GancxCoin (GNX), ხოლო გაცვლის შესაბამისი კურსი მოცემულია ვებ-გვერდზე.

    ფართო საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი gancxadebebi.ge უკვე წლებია საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ონლაინ პლატფორმაა და, ამ დროის მანძილზე, იგი მუდმივად გამოირჩეოდა პოპულარულობითა და მაღალი ეფექტიანობით; ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დასავლური ტემპების კვალდაკვალ, პლატფორმა მუდმივად ახლდება და მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქტებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ გადაწყდა კრიპტოვალუტის - ამ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტის ინტეგრაცია ჩვენს საერთაშორისო ქსელში.

    ,,კრიპტოვალუტა - მომავალია. ,,ნეტიკო’’ მუდამ უწყობს ფეხს უახლეს ტენდენციებს, სწორედ ამიტომ, ჩვენ მომავალს ვიწყებთ - ახლა’’ - აცხადებს . დელკური, ,,ნეტიკოს’’ დირექტორი და დამფუძნებელი.

     

    გადაწყველიტების მიღებას, ყველაფერთან ერთად, ხელი შეუწყო საქართველოს ადგილმა და მნიშვნელობამ კრიპტო ვალუტის წარმოების მსოფლიო რუკაზე.