• ფრანგული
  • ინგლისური
  • ქართული

სიახლეები

განათავსეთ თქვენი განცხადება უფასოდ რამდენიმე დაწკაპუნებაში განცხადებები.გე-ზე! გსურთ იყიდოთ, გაყიდოთ ან გააქირაოთ: http://www.gancxadebebi.ge

საფრანგეთი : (+33) 6 95 93 15 45

საქართველო : (+995) 557 28 48 27

  • რა გვანიჭებს უპირატესობას
    ჩვენი პრიორიტეტები

    ქართული გარემოს და ი.ტ. განვითარების ფრანგული მოდელის ცოდნა

    ნეტიკოს საშუალებას აძლევს კარგად გაიგოს და უპასუხოს კლიენტების მოლოდინს ქართული ბაზრის მოთხოვნებსა და უახლეს საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით.

    ჩვენ ვქმნით ხარისხიან ვებ გვერდებს, რომლებიც განსაკუთრებულ ეფექტს ახდენენ ვიზიტორებზე. ამასთან, კომპანია ნეტიკო გეხმარებათ დაგეგმოთ თქვენი პროექტები ინტერნეტში კარგად გათვლილი მარკეტინგული სვლების გამოყენებით.

    ჩვენ გააზრებული გვაქვს რომ ჩვენი კლიენტების წარმატება ინტერნეტ ბაზარზე ჩვენი წარმატების შემადგენელი ნაწილია. ამიტომ თითოეული ნამუშევრის ხარისხი და გამართული მუშაობა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა.
     
    ნეტიკოს პორტფოლიო ორგანიზაციის სავიზიტო ბარათია მომავალ პარტნიორებთან ურთიერთობისას, რომლსაც ჩვენ განსაკუთრებული მზრუნველობით ვეკიდებით.
     
    ინდივიდუალური მარკეტინგული მიდგომა
     
    თითოეული ვებ გვერდის შექმნისას ჩვენ ვიყენებთ ინდივიდუალურ მარკეტინგულ მიდგომას და ვითვალისწინებთ მომხმარებელთა იმ სეგმენტის გემოვნებას და მოლოდინს, რომელთანაც დამკვეთ კომპანიას უხდება საქმიანობა.
     
    ჩვენი ამოცანაა პროდუქტმა კომპანიისადმი ლოიალურად განაწყოს მომხმარებელი, შეუქმნას სიმპატია და ორიგინალური დიზაინის და მოსახერხებელი დეტალების დახმარებით გახადოს პროდუქტი კიდევ უფრო ცნობადი და სასურველი გამოყენებისთვის.
     
    მეგობრული საიტები
     
    თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლთან კავშირისთვის. ვებ გვერდი კი ძალიან ხშირად წარმოადგენს ადგილს, სადაც კლიენტი კომპანიის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას იძენს, რაც განაპირობებს შემდეგში მის დაინტერესებას.
     
    კარგად გათვლილი ვებ გვერდი და ონლაინ PR კამპანიები სულ უფრო ხშირად ხდება გადამწყვეტი ფაქტორი ორგანიზაციული წარმატებისთვის კონკურენტებთან ბრძოლაში.
     
    ამიტომ, ვებ გვერდის დანიშნულებაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის გასაგები, მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური ვიზუალური საშუალებებით გახადოს ინფორმაციის მიღება სასიამოვნო და ადვილი პროცესი ვიზიტორებისთვის, შეუქმნას კლიენტს პოზიტიური შთაბეჭდილება კომპანიაზე და გაზარდოს მისი ცნობადობა.
     
    მოხმარებელს ხშირად არ აქვს დრო, ხალისი, ან ზოგჯერ საკმარისი უნარი, რათა გაერკვას და გადაამუშაოს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ რთულ დიზაინერულ, სტრუქტურულ და ტქნოლოგიურ გადაწყვეტილებებში.
     
    ნეტიკო მომხმარებლისადმი მეგობრული, ორიგინალური დიზაინებით, მოსახერხებელი, გამართული პროგრამული უზრუნველყოფით და საიტის დეტალებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა. 
     
    სარეკლამო კამპანია ინტერნეტის მეშვეობით
     
    კომპანია ნეტიკო საკუთრებას წარმოადგენს ოთხენოვანი უფასო განცხადებების პორტალი, www.gancxadebebi.ge , რომლის უნიკალურ ვიზიტორთა რიცხვი დღეში 15000 მომხმარებელს აღემატება და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება.
     
    ნეტიკო კლიენტებს სთავაზობს ვებ გვერდის პრომოუშენს აღნიშნულ საიტზე.  ჩვენს მიერ დამზადებულ პროექტების შესახებ სარეკლამო ბანერი ერთი თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ განთავსდება განცხადებები.ჯი-ს პორტალზე.
     
     უსაფრთხოება
     
    ნეტიკო განსაკუთრებით ზრუნავს ჩვენი პროდუქტების პროგრამული კოდის დაცულობაზე გამართული პროგრამული უზრუნველყოფის და შესაძლო სისუსტეებზე პროდუქტის ტესტირების მეთოდების გამოყენებით.
     
    კომპანია ნეტიკოს საიტები ფრანგულ სერვერებზეა განთავსებული, რაც ჩვენი კლიენტებისთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა.

    ამასთან, ადგილობრივ ქსელში ხშირია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიებისგან ლოკალური ან გლობალური ქსელის გათიშვები, რასაც ქართულ სერვერებზე განთავსებული საიტების გათიშვაც ახლავს თან. ნეტიკოს კლიენტები კი პროვაიდერების ხარვეზებისგან სრულიად არიან დაცული.

    პუნქტუალურობა ნეტიკოში 

    კონკურენტულ ბაზარზე ნეტიკომ განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა მიანიჭა დროს. ნეტიკოსთვის ღირსების საკითხია კლიენტთან შეთანხმებული გეგმის შესრულება და ვადების პატივისცემა.
     
    ამიტომ, ნეტიკო მინიმალურ ვადებში ევროპული პუნქტუალობით აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას წინასწარ გათვლილი გეგმის მიხედვით, რაც ჩვენი კლიენტებისთვის მინიმალური ენერგიის, დროის და თანხის დახარჯვას ნიშნავს.
     
    ვებ გვერების მართვა

    ნეტიკო დიდ ყურადღებას უთმობს, რათა ვებ გვერდის მართვა ადმინისტრატორისთვის მარტივი და ამავე დროს მრავალფუნქციური შესაძლებლობებით გამორჩეული იყოს. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი თანამშრომლების კომფორტზე. მოსახერხებელი მართვის სისტემის მეშვეობით ნეტიკო გაძლევთ რთული ოპერაციების ადვილად და დამოუკიდებლად ჩატარების საშუალებას.

    ჩვენი მიზანია შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი კლიენტებს და ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილებების დახმარებით შევძლოთ მათთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.
     
    დამოკიდებულება პარტნიორებთან
     
    ვებ ტექნოლოგიების სფერო დინამიური და მუდმივად განვითარებადი სამყაროა, სადაც ვების ახალ ტენდენციებთან ერთად მზარდი კონკურენციის პირობებში მუდმივად იზრდება მოთხოვნა კომპანიების მიერ უახლესი სტანდარტების დაკმაყოფილებისკენ. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად კომპანიები პერიოდულად მიმართავენ ვებ გვერდების მოდერნიზაციას.
     
    ჩვენ გვესმის, რომ ნეტიკოს პარტნიორებს ჩვენი მომსახურება კვლავაც შეიძლება დასჭირდეთ. ამიტომ, ნეტიკოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიენტებთან თანამშრომლობა გავხადოთ ურთიერთსასარგებლო და მომავალშიც შევინარჩუნოთ მათთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები.
     
    ტრენინგი და მხარდაჭერა
     
    ყოველი პროექტის ფარგლებში ჩვენ ვატარებთ უფასო ტრენინგს კომპანიის თანამშრომლებისთვის, რათა მათ შეძლონ პროდუქტის დამოუკიდებლად მართვა და განახლება. ასევე, პროექტის დასრულების შემდგომ ჩვენ ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ ვახდენთ რეაგირებას და ვუზრუნველყოფთ ტექნიკურ მხარდაჭერას კლიენტის მიერ საიტის მოხმარებისას გამოთქმულ გარკვეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა დამკვეთს თავის დროზე გამორჩა მხედველობიდან.