• ფრანგული
  • ინგლისური
  • ქართული

სიახლეები

განათავსეთ თქვენი განცხადება უფასოდ რამდენიმე დაწკაპუნებაში განცხადებები.გე-ზე! გსურთ იყიდოთ, გაყიდოთ ან გააქირაოთ: http://www.gancxadebebi.ge

საფრანგეთი : (+33) 6 95 93 15 45

საქართველო : (+995) 557 28 48 27

  • ჩვენს შესახებ
    ნეტიკოს ისტორია და ამოცანები

    ნეტიკო 2008 წელს ფრანგი და ქართველი

    დამფუძნებლების მიერ შეიქმნა. კომპანია ძირითადად ფრანგულ ბაზარზე იყო ორიენტირებული, თუმცა ჯინეტის განვითარებისთვის საქართველოში რამდენიმე არაკომერციული პროექტიც განახორციელა.

    მათ შორისაა, უფასო განცხადებების საიტი gancxadebebi.ge , რომელსაც ყოველდღიურად 15000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი და 50 000-ზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. ნეტიკოში აქტივშია CIRAD-ის - საინფორმაციო გეოგრაფიული სისტემის შექმნაც, რომლიც იძლევა დემოგრაფიული ცვლილების ასახვის საშუალებას.

    ასეთი ინიციატივებით ნეტიკოს ცდილობს დატვირთოს ქართული ვებ სივრცე საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო პროექტებით.

    ნეტიკოში საიტები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იქმნება. ამავდროულად, ჩვენ გაგვაჩნია მეგობრული მიდგომა ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის, რაც უმაღლესი ხარისხის ნამუშევრების თქვენთვის მისაღები ფასებით შემოთავაზებაში გამოიხატება.

    2011 წლის მაისიდან ვებ გვერდის ქართულენოვანი ვერსიის ამოქმედებით სტუდია ნეტიკომ ადგილობრივ კომპანიებს საკუთარი მომსახურება კიდევ უფრო გაუადვილა.
     
    საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის (CCIFG) წევრი კომპანიის, ნეტიკოს მთავარ ამოცანას წარმოადგენს, როგორც ახალი პროექტების შექმნა ჯინეტში და ქართველი მომხმარებლებისთვის უფასო სერვისების შეთავაზება, ასევე ქართული კომპანიებისთვის მაღალი ხარისხის ვებ გვერდების და პროგრამების მიწოდება.
     
    ამდენად, ადგილობრივ ბაზარზე ნეტიკოს შემოსვლის მიზანია შევქმნათ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია, გამოვიყენოთ ჩვენი ევროპული გამოცდილება და ამით გარკვეული წვლილი შევიტანოთ ქართული ინტერნეტ ბაზრის და ბიზნესის განვითარებაში.