საფრანგეთი : (+33) 6 95 93 15 45
საქართველო : (+995) 557 28 48 27
საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ პროდუქციას ნეტიკო თქვენთვის მისაღები, მეგობრული ფასებით გთავაზობთ. შესაბამისად, ჩვენი ნამუშევრები, მაღალი ხარისხის გრაფიკულ და ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, გამოირჩევა ხელმისაწვდომობითაც.
დასახული მიზნებიდან და არსებული ამოცანებიდან გამომდინარე ნეტიკოში შექმნილ თითოეულ პროექტს ინდივიდუალური გეგმა და ღირებულება გააჩნია. თუმცა, კომპანიას აქვს ღირებულების საერთო სტანდარტები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით ჩვენთან არსებულ სერვისებსა და გარემოებებზე.
დამოკიდებულება არაკომერციულ და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან
ნეტიკო ხელს უწყობს საქართველოში იმ ორგანიზაციების საქმიანობის განვითარებას, რომელთა მისიაც არ არის მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმოება. შესაბამისად არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ნეტიკო დამატებით შეღავაღებს ითვალისწინებს.
საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატა (CCIFG)
ნეტიკო საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრი ორგანიზაციაა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ლოიალური ფასები გვაქვს ნებისმიერი სახის მომსახურებაზე CCIFG-ის წევრი ორგანიზაციებითვის. ამ მიზნით, კომპანიამ სპეციალური ფასდაკლების პაკეტები შეიმუშავა.
ნეტიკოს მომსახურება წარმოდგენილია შემდეგი პაკეტების სახით: ,,მინი’’, ,,მეგობარი’’, ,,პრემიუმი’’ და ,,ექსკლუზივი’’.
პაკეტი ,,მინი’’:
ნეტიკოს მინიმალურ მომსახურეობის პაკეტში შედის მარტივი პრომო საიტების დამზადება ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად.
პრომო საიტი მოიცავს რამდენიმე ტექსტურ გვერდს ორგანიზაციის, პიროვნების, მომსახურების, ან პროდუქტის შესახებ და კონტაქტის ფორმას. მსგავსი მცირებიუჯეტიანი საიტები გამოსადეგია მათთვის, ვისაც სურს გადასცეს ინფორმაცია მომხმარებელს კომპანიის და მისი სერვისების შესახებ მინიმალური დანახარჯებით.
მინი – სტატიკური საიტი:
ფასი მერყეობს 400-დან 700 ლარამდე.
მინი – დინამიური საიტი:
ფასი მერყეობს 700-დან 1000 ლარამდე.
მცირებიუჯეტიანი სავიზიტო საიტებს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის ფუნქცია ეკისრებათ, რაც ნებისმიერი ორგანიზაციისთვის აუცილებელია. თუმცა, კომპანიებს, რომელთა ამბიციებიც, მხოლოდ ინფორმაციის გადაცემით არ შემოიფარგლება და ძლიერი კონკურენციის პირობებში უხდებათ იმიჯზე მუშაობა, გაცილებით სერიოზული, მრავალფუნქციური და საერთაშორისო ინტერნეტ სტანდარტების შესაბამისი ვებ გვერდები ესაჭიროებათ. ასეთი დონის მომსახურება მასზე მომუშავე პერსონალისგან გაცილებით მეტი რესურსების დახარჯვას და დამატებით ხარჯებს უკავშირდება.
პაკეტი ,,მეგობარი’’:
პაკეტი „მეგობარი“ განკუთვნილია ისეთი დამკვეთებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი საქმიანობის შესახებ სრულფასოვნად და ხარისხიანად გაავრცელონ ინფორმაცია, გააცნონ სიახლეები მომხმარებლებს და ამისათვის გამოიყენონ მინიმალური დროის რესურსი და მოსახერხებელი პროგრამული უზრუნველყოფა.
ასეთ საიტის გააჩნია ტექსტური გვერდებისა და სიახლეების მართვის ძალიან მოსახერხებელი მექანიზმი, რომლის საშუალებით თქვენი სურვილის შესაბამისად შეგიძლიათ ტექსტური ინფორმაციების რედაქტირება.
პაკეტი „მეგობარი“:
პაკეტის საერთო ღირებულება მერყეობს 1000-დან 1500 ლარამდე.
,,პრემიუმ’’ პაკეტი:
მომსახურება გულისხმობს მრავალფუნქციურ ვებ გვერდის შექნას, რომელიც სრულყოფილად გასცემს ინფორმაციას თქვენი საქმიანობის შესახებ.
ასეთი ვებ გვერდი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს ეფექტურად გამოიყენოს ის კონკურენტულ გარემოში საიმიჯო და საინფორმაციო საშუალებად და სრულფასოვნად წარმოაჩინოს თავი პარტნიორებთან, ინვესტორებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში.
ამ საიტის შეუძლია კომპანიის პოზიტიური იმიჯის ფორმირება, რომლის დროსაც პროგრამულთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა გრაფიკული გაფორმებებზე მუშაობას.
პაკეტი „პრემიუმი“:
ფასი მერყეობს 1500-დან 2000 ლარამდე.
პაკეტი ,,ექსკლუზივი’’:
ექსკლუზიური საიტი მის უმცირეს დეტალებამდე დამკვეთის და მომხმარებლების საჭიროებების მიხედვით იქმნება. ასეთი საიტებზე შესაძლებელია პროდუქტის გაყიდვა, გართობა, მომხმარებლების რეგისტრაცია და მათ მიერ სხვადასხვა აქტოვობების წარმოება. ექსკლუზიური საიტის თითოეული დეტალი ინდივიდუალური დიზაინითა და ფუნქციონალობით მზადდება. მართვის პანელის მეშვეობით მასზე შესაძლებელია ყველანაირი მოდულის რედაქტირება, ნებისმიერი სახის გადალაგება, ახალი დეტალების მორგება და ა.შ.
პაკეტი „ექსკლუზივი“:
ასეთი მომსახურების ღერებულება ნეტიკოში 2000-დან 5000 ლარამდე მერყეობს, რაც გაცილებით დაბალია ქართულ ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით.
ფასები წარმოდგენილია დღგ-ს გარეშე.
რიგ შემთხვევებში შესაძლებელია მომსახურების ღირებულების გადახდის 3-დან 5-თვემდე გადანაწილება.
დამკვეთის სურვილის შემთხვევაში ნეტიკო თავად უზრუნველყოფს დომეინის რეგისტრაციას, ჰოსტინგის გამოყოფას ფრანგულ სერვერზე და მასზე საიტის განთავსებას. ასევე, ვებ-გვერდის თარგმნას და შინაარსობრივ მართვას ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.