• ფრანგული
  • ინგლისური
  • ქართული

სიახლეები

განათავსეთ თქვენი განცხადება უფასოდ რამდენიმე დაწკაპუნებაში განცხადებები.გე-ზე! გსურთ იყიდოთ, გაყიდოთ ან გააქირაოთ: http://www.gancxadebebi.ge

საფრანგეთი : (+33) 6 95 93 15 45

საქართველო : (+995) 557 28 48 27

  • ჩვენი უპირატესობები
    მისია და პრიორიტეტები

     

    ქართული გარემოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ფრანგული მოდელის ცოდნა ნეტიკოს საშუალებას აძლევს კარგად გაიგოს და უპასუხოს საბაზრო მოთხოვნებს.

     

    ჩვენ ვქმნით ხარისხიან ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც განსაკუთრებულ ეფექტს ახდენენ ჩვენს კორპორატიულ კლიენტებსა და მათ მომხმარებლებზე. ამასთან, კომპანია ნეტიკო გეხმარებათ დაგეგმოთ თქვენი პროექტები ინტერნეტში კარგად გათვლილი მარკეტინგული სვლების გამოყენებით.

    ჩვენ გააზრებული გვაქვს ის, რომ ჩვენი კლიენტების წარმატება ჩვენივე წარმატების შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, თითოეული ნამუშევრის ხარისხი და გამართული მუშაობა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა.

    ნეტიკოს პორტფოლიო ჩვენი ორგანიზაციის სავიზიტო ბარათია მომავალ პარტნიორებთან ურთიერთობისას, რომლსაც ჩვენ განსაკუთრებული მზრუნველობით ვეკიდებით.


    ინდივიდუალური მარკეტინგული მიდგომა

    თითოეულ პროდუქტზე მუშაობისას ვიყენებთ ინდივიდუალურ მარკეტინგულ მიდგომას და ვითვალისწინებთ მომხმარებელთა იმ სეგმენტის გემოვნებასა და მოლოდინს, რომელთანაც დამკვეთ კომპანიას უხდება საქმიანობა.

    ჩვენი ამოცანაა პროდუქტმა კომპანიისადმი ლოიალურად განაწყოს მომხმარებელი, შეუქმნას სიმპატია და ორიგინალური დიზაინის და მოსახერხებელი დეტალების დახმარებით გახადოს პროდუქტი კიდევ უფრო ცნობადი და სასურველი გამოყენებისთვის.

     

    მეგობრული ვებ-გვერდები და აპლიკაციები

    თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლთან კავშირისთვის. ვებ-გვერდი კი ძალიან ხშირად წარმოადგენს ადგილს, სადაც კლიენტი კომპანიის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას იქმნის, რაც განაპირობებს ამ უკანასკნელის შემდგომ დაინტერესებას.

    კარგად გათვლილი ვებ-გვერდი და ონლაინ PR კამპანიები სულ უფრო ხშირად ხდება წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი კონკურენტულ ბაზრებზე ოპერირებისას.

    ამიტომ, ვებ-გვერდისა და აპლიკაციის დანიშნულებაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის გასაგები, მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური ვიზუალური საშუალებებით გახადოს ინფორმაციის მიღება სასიამოვნო და ადვილი პროცესი მისი ვიზიტორებისთვის, შეუქმნას კლიენტს პოზიტიური შთაბეჭდილება კომპანიაზე და გაზარდოს მისი ცნობადობა.

    მოხმარებელს ხშირად არ აქვს დრო, ხალისი, ან ზოგჯერ საკმარისი რესურსი, რათა გაერკვას და გადაამუშაოს თქვენ მიერ ჩაფიქრებულ რთულ დიზაინერულ, სტრუქტურულ და ტქნოლოგიურ გადაწყვეტილებებში.

    ჩვენი პროდუქცია მომხმარებლისადმი მეგობრული, ორიგინალური დიზაინებით, მოსახერხებელი, გამართული პროგრამული უზრუნველყოფით და ფუნქციონალური დეტალებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა

     

    სარეკლამო კამპანია ინტერნეტის მეშვეობით

    კომპანია ნეტიკო საკუთრებას წარმოადგენს უფასო განცხადებების პორტალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს იაფი და ეფექტური სარეკლამო და PR კამპანიების წარმართვის საშუალებას აძლევს.

     

    უსაფრთხოება

    ნეტიკო განსაკუთრებით ზრუნავს საკუთარი პროდუქციის პროგრამული კოდის დაცულობაზე - გამართული პროგრამული უზრუნველყოფისა და შესაძლო სისუსტეებზე მრავალმხრივი ტესტირების რამდენიმე მეთოდების გამოყენებით.

    ნეტიკოს საკუთრებაში არსებული ციფრული პლატფორმები დასავლეთ ევოროპულ (მეტწილად ფრანგულ) სერვერებზეა განთავსებული, რაც ჩვენი კლიენტებისთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა.

    იმდენად, რამდენადაც, ადგილობრივ ქსელში ხშირია ინტერნეტის პროვაიდერი კომპანიებისგან ლოკალური ან გლობალური ქსელის სისტემური თუ წინასწარგანსაზღვრული გათიშვები, რასაც ქართულ სერვერებზე განთავსებული საიტების გათიშვაც ახლავს თან, ნეტიკოს დამკვეთები და პარტნიორები ამგვარი პრობლემებისგან სრულად არიან დაცულნი.

     

    პუნქტუალურობა

    კონკურენტულ ბაზარზე ოპერირებისას, ნეტიკო განსაკუთრებულ მნიშვნელობაანიჭებს დროს. ნეტიკოსთვის ღირსების საკითხია კლიენტთან შეთანხმებული გეგმის შესრულება და ვადების პატივისცემა. 

    ამიტომნეტიკო მინიმალურ ვადებში ევროპული პუნქტუალობით აკმაყოფილებს დამკვეთთა მოთხოვნას წინასწარ გათვლილი გეგმის მიხედვით, რაც ჩვენი კლიენტებისთვის მინიმალური ფინანსური, ტექნიკური თუ დროითი დანახარჯების მაქსიმალურად შემცირებას ნიშნავს.

     

    ვებ-გვერდებისა და აპლიკაციების მართვა

    ნეტიკო დიდ ყურადღებას უთმობს პროდუქტის ინტერფეისის დინამიურობასა და სამართავი პანელების სიმარტივეს, რათა ვებ-გვერდისა და ERP სისტემების მართვა ადმინისტრატორისთვის მარტივი და, ამავდროულად, მრავალფუნქციური შესაძლებლობებით გამორჩეული იყოს. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი თანამშრომლების კომფორტზე. მოსახერხებელი მართვის სისტემის მეშვეობით ნეტიკო გაძლევთ რთული ოპერაციების ადვილად და დამოუკიდებლად ჩატარების საშუალებას.

    ჩვენი მიზანია, შევუქმნათ კლიენტებს მაქსიმალური კომფორტი და ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილებების დახმარებით შევძლოთ მათთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.


    დამოკიდებულება პარტნიორებთან

    ციფრული ტექნოლოგიების სფერო დინამიური და მუდმივად განვითარებადი სამყაროა, სადაც ვებ-ის ახალ ტენდენციებთან ერთად, მზარდი კონკურენციის პირობებში, მუდმივად იზრდება მოთხოვნა კონკრეტული მომენტისათვის არსებული უახლესი ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით აგებული ვებ-გვერდებისა თუ ორგანიზაციული მართვის ინსტრუმენტების მიმართ. შესაბამისად, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად, აქტიური კომპანიები პერიოდულად მიმართავენ საკუთარი ციფრული/პროგრამული ინსტრუმენტების მოდერნიზაციას.

    ჩვენ გვესმის, რომ ნეტიკოს პარტნიორებს ჩვენი მომსახურება კვლავაც შეიძლება დასჭირდეთ. ამიტომ, ნეტიკოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიენტებთან თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლოდ ვაქციოთ და მომავალშიც შევინარჩუნოთ მათთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ინდივიდუალური და სტანდარტული ლოიალურობის  პროგრამების მეშვეობით.

     

    ტრენინგი და მხარდაჭერა

    თითოეული პროექტის დასრულებისას, თანმდევი სერვისების ფარგლებში, ვატარებთ უფასო ტრენინგს დამკვეთი კომპანიის თანამშრომლებისთვის, რათა მათ პროდუქტის დამოუკიდებლად მართვა და განახლება შეძლონ. ასევე, პროექტის დასრულების შემდგომ, ჩვენ ერთი თვის განმავლობაში, უსასყიდლოდ  ვუზრუნველყობთ  მონაცემების გენერირებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას დამკვეთის მიერ აპლიკაციისა თუ ვებ-გვერდის მოხმარებისას გამოთქმულგარკვეული მოსაზრებების შესაბამისად, რაც რაიმე ტექნიკური თუ შინაარსობრივი ხარვეზის აღმოფხვრისა და საკუთარი პროდუქტის სრულყოფის საშუალებას გვაძლევს.